გიგი უგულავას ადვოკატი დღევანდელ პროცესზე საქმის მოგებას აანონსებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ე.წ. “თბილსერვისის” საქმეს ეხება. როგორც უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, ბრალდების მხარე დაახლოებით 5 მოწმეს დაკითხავს. როგორც ბასილაია განმარტავს, აღნიშნული საქმე პოლიტიზებულია, თუმცა დაცვის მხარეს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, აღნიშნული საქმის მოსაგებად.
შეგახსენებთ, რომ “თბილსერვისის” საქმეზე გამოძიება უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები