თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები მათ საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ, – ამის შესახებ გლდანის ციხეში დააკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხუთივე პირი ამ დრომდე კარანტინის განყოფილებაში იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულებს ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლაზე არ უსაუბრიათ. სამუშიას თქმით, ხუთივე მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
“ვინაიდან პროკურატურამ გაკეთებული საჯარო განცხადებით, შავი პიარით გაახმაურა საიდუმლო მასალები, ამ საქმეზე გრიფის არსებობას აზრი აღარ აქვს. თუკი არ მოხდება გრიფის მოხსნა, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას. Aფაქტობრივად, ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშე იმყოფებიან. ისევე როგორც ჩემი, მათი მოთხოვნაც არის, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.