რომან ჯოხაძემ ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გენერალ-ლეიტენანტ ანდერსონს ავღანეთში ქართველი სამხედროების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახელით საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონის განცხადებით, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველი სამხედროების მიმართ. ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ავღანეთში ქართველ სამხედროებს არაერთხელ შეხვდა.
გენერალ-ლეიტენანტი ანდერსონი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების მაღალ დონეს, ბრძოლისუნარიანობას და ISAF-ის მისიაში ქართველების მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს.
ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან შეხვედრით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები