სად იმყოფებიან უკრაინაში დაკავებული ქართველი “კანონიერი ქურდები”

კრიმინალური ავტორიტეტი ვარლამ კუხიანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სხვა ქართველ კანონიერ ქურდებთან“ ერთად კიევში დააკავეს, ამჟამად ავსტრიაში იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რაც შეეხება 38 წლის კუხიანიძეს, მეტსახელად „ვატია კუტაისკის“, იგი ვენის მიმართულებით, ავსტრიის ავიახაზების რეისით გაფრინდა.
დანარჩენი „კანონიერი ქურდები“, 38 წლის  მინდია აბაშიძე, იგივე  „ლავასოღლი ბატუმსკი“ და  43 წლის სერგო ღლონტი მეტსახელად „გუგა“, კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩერნიგოვის საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა სამი ქართველი კიმინილური ავტორიტეტი 20 ოქტომბერს კიევში, რესტორან „ატმოსფეროში“ დააკავეს.
ქურდული შეკრების მეოთხე მონაწილემ, ასევე ქართველმა, 40 წლის კანონიერმა ქურდმა გია გოგელიანმა მიმალვა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები