ალასანია, პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გეგმავს შეხვედრას
მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
“ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები შედგეს. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას”, – განაცხადა ალასანიამ.