“ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მან საკუთარ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“არჩევნების შედეგს მნიშვნელობა აქვს სამშობლოსა და ერის ბედისთვის და რა არის მისი უფრო ღრმა მნიშვნელობა, ეს ჩვენ არ ვიცით. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. როგორც უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – განაცხადა ორბანმა.