სერჟანტთა მომზადების ცენტრს უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მაგისტრანტები ეწვივნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა.
სკოლის მეთაურმა სტუდენტებს სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სასწავლო პროგრამა გააცნო.
ახალგაზრდებს შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ. სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუდენტებს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფუჭი ვაზნებით ასროლინეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი უკვე ჩაუტარდათ. მომავლისთვის დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს შორის მემორანდუმის გაფორმებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები