ქალის ოჯახის წევრები, რომელმაც თავი კარადაში ჩამოიხრჩო ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ
აჭარაში, სამებაში გარდაცვლილი ქალის ქმრის ოჯახის წევრები მასზე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.
გარდაცვლილი მადონა დავითაძე მშობლების ოჯახში უკვე გადაასვენეს. “კვირას” ინფორმაციით დავითაძე 16 წლის ასაკში გათხოვდა და მას სამი შვილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სამების დასახლებაში 22 წლის ქალი კარადაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კვირას შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 მუ8ხლით და მიმდინარეობს გამოძიება.