ზურაბ აბაშიძე და ნინო ვარდოსანიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობენ

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესია გაიხსნა. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება, საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ სტიუარტ დიქსონის მოხსენებას მოისმენენ. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავს, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართება. ამას გარდა, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის შესახებ იმსჯელებენ. გაიმართება დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზეც. პლენარულ სესიაზე ასევე კონგრესის ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებს და ვიცე-პრეზიდენტებს აირჩევენ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში ახალციხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერები: ვარლამ წიკლაური და ბექა ვაჭარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; გარდაბნის, ზუგდიდის და ქუთაისის საკრებულოს წევრები: თამარ ხაჩიძე, ბელა მოსია და თეკლა მებურიშვილი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები