ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციაზე: ქართველმა ხალხმა მათი ზნე იმდენად იცის, რომ საარჩევნო წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ

“ოპოზიცია, როგორც ჩანს, 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მზადებას აქედანვე იწყებენ. შეიძლება მიხვდნენ, რომ უცხოური დედაქალაქების, ტალინის და ვილნიუსის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, ამიტომ ქართველ საზოგადოებას უნდა ელაპარაკონ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ის ეროვნული მობილიზაციის კამპანიასთან დაკავშირებით „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებას გამოეხმაურა.

„ქართველმა ხალხმა მათი ზნე იმდენად იცის, რომ საარჩევნო წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.

ცოტა შელამაზებული ნათქვამია, რომ მათ რაიმე ურჩიეს. ალბათ ინსტრუქცია მისცეს, რომ გაერთიანებულიყვნენ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ფიქტიურ გაერთიანებასა და დაშლაზე. ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, როგორც ადრე იყო. ისინი ყოველთვის ერთიანები იყვნენ, მაგრამ ინსტრუქტორებმა უთხრეს, უფრო მომგებიანი იქნებიან, თუ ერთად დადგებიან, ერთიანი ძალით გამოვლენ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია – „31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის“ ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები