ვახტანგ ხმალაძე: მიმაჩნია, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო არ უნდა დაადოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, არასწორია.
ხმალაძის თქმით, პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო არ უნდა დაადოს, რადგან რიგი საკითხები მოუწესრიგებელი დარჩება, რაც გამოძიების პროცესებს პრობლემებს შეუქმნის.
“მიმაჩნია, რომ არასამთავრობოების მოთხოვნები პრეზიდენტმა ამჯერად არ უნდა გაითვალისწინოს, არა იმიტომ, რომ, ზოგადად, მათი მოთხოვნა და მიდგომა – როგორ უნდა ხორციელდებოდეს ფარული მოსმენა, არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში მოუწესრიგებელი რჩება ის ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმიტომ დავუჭირეთ მხარი ვადის გაგრძელებას, რომ ამ რამდენიმე თვეში იმის გათვალისწინებით, თუ როგორ პოლიტიკას განსაზღვრავს ევროკავშირი და ევროსაბჭო, დავადგინოთ ისეთი წესი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას და, მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცველებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენონ ფარული მოსმენები”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და მოუწოდეს, აღნიშნულ კანონპროექტზე გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები