თბილისში EBRD-ის კონფერენციისთვის ემზადებიან

2015 წლის მაისში, თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ, – ამის შესახებ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის შექმნილ სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღინიშნა.
კომისიის წევრებმა მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, რათა ქართულმა მხარემ მაღალ დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო დონის შეხვედრას.
„ასეთი მასშტაბური შეხვედრა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში არ შემდგარა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც წინ წამოწევს საქართველოს მიღწევებს ბოლო წლების, ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღეს საინტერესო შეხვედრა გაიმართა, განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. ძალიან მადლიერები ვართ იმ ყურადღებისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ღონისძიებას უთმობს და დარწმუნებულნი ვართ, ყოველწლიური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდება,“–განაცხადა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა დავოსში ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. კომისიის სხდომას EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები