აპატურაი რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას აფასებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზთთან ხელშეკრულების შეთავაზებას ეხმაურება. აპატურაის შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ევროპის პოლიტიკური რუკა. “ნატო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონის – აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების გამო. ხელმოწერის შემთხვევაში, იგი ხელს შუეშლის საკითხის გადაჭრის შემდგომ პერსპექტივებს. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ევროპის პოლიტიკური რუკა”, – წერს აპატურაი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები