კახეთში კიდევ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

კახეთში კიდევ ერთი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
სოფელ პატარძეულში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და კომპანია “კახური ტრადიციული მევენახეობის” დამფუძნებელმა ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრი ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები