უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილის სახლი გაჩხრიკეს, მეუღლე კი დააკავეს

ტაშკენტში უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვას უფროსი შვილის – გულნარა კარიმოვას სახლი გაჩხრიკეს და ყველა პირი, მათ შორის გულნარა კარიმოვას მცირეწლოვანი შვილები, დააკავეს. კარიმოვას თქმით, ჩხრეკას პირადად პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდა. როდესაც სპეცრაზმელთა ჯგუფი სახურავიდან მეშვიდე სართულის აივანზე შევიდა, სახლში დაახლოებით შვიდი პირი იმყოფებოდა, მათ შორის – გულნარა კარიმოვა, მისი მეუღლე რუსტამ მადუმაროვი და მათი მცირეწლოვანი შვილი – იმანი, რომელიც სპეცრაზმის შესვლის დროს შეუძლოდ გახდა. სახლში მყოფი ყველა პირი ბრალდების წაყენების გარეშე დააკავეს, მცირეწლოვანი გოგონა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპეცრაზმელთა ჯგუფმა სახლი გაჩხრიკა, იქ მყოფ ყველა პირს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.
მოგვიანებით დაკავების შესახებ უზბეკეთის გენპროკურატურის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ბრალად ედებათ საგადასახადოს გადაუხდელობა და ვალუტის დამალვა, რომელიც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გულნარა კარიმოვას მეუღლე და მისი კომპანიის ორი თანამშრომელი გენპროკურატურაში გადაიყვანეს.
ეს არ არის უზებეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის – გულნარა კარიმოვას სახლის ჩხრეკის პირველი შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები