ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მეცნიერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს მეცნიერები სამეცნიერო სფეროში არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. გამოითქვა მზაობა, რომ სახელმწიფო მეცნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის სამოქმედო გეგმაზე უფრო აქტიურად იმუშავებს.
,,მეცნიერება, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა უნდა იდგეს. ჩვენ ამ მხრივ დიდი ტრადიციები გვაქვს და ამას ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედარას, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეც ესწრებოდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები