არასამთავროები „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე აცხადებს, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე და 309-ე მუხლებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ანტიკონსტიტუციურ მოლაპარაკებას ეხება.
მისივე თქმით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციებს გეგმავს.
„ჩვენ სარჩელი შეგვაქვს პროკურატურაში ამ დღეებში ამ მუხლების საფუძველზე, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა თითოეული იმ პირის მიმართ, ვინც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მათ. ხვალაც ვაპირებთ აქციას. რა თქმა უნდა. კონსტიტუციის ფარგლებში “, – განაცხადა ქადაგიძემ “რეპორტიორის” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები