თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს საქართველოში სლოვენიის (რეზიდენციით კიევში), ესპანეთის (რეზიდენციით ანკარაში) და ნორვეგიის (რეზიდენციით ბაქოში) ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის ელჩთან შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყანებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ნორვეგიის სამეფოს მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
სლოვენიის ელჩთან შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გაზრდა. თამარ ბერუჩაშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს შემდგომ საქმიანობაში. სლოვენიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის რესპუბლიკის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისევე, როგორც ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებისადმი.
ესპანეთის ელჩთან შეხვედრისას მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ქვეყანებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. თამარ ბერუჩაშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს შემდგომ საქმიანობაში. ესპანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის სამეფოს უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და, აგრეთვე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები