სამხედრო მაღალჩინოსნები და მათი ცოლები თავდაცვის სამინისტროში

ნეპოტიზმის მორიგი ფაქტები თავდაცვის სამინისტროში. ფაქტებს, რომელსაც „კვირა“ ასაჯაროებს, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ირაკლი ალასანიას უწყებაში თანამდებობის პირები ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობენ.
 xoshtariaaaaaფაქტი N 1: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დაკომპლექტების სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ხოშტარია და მისი მეუღლე ირმა ბაგდასაროვა-ხოშტარია უწყებაში 2009 წლიდან მუშაობენ და დღემდე სამინისტროს თანამშრომლები არიან.
ალექსანდრე ხოშტარიამ ქონებრივი დეკლარაცია პირველად, 2010 წელს შეავსო, სადაც მითითებულია, რომ მისი მეუღლე ირმა ბაგდასაროვა-ხოშტარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არასაიდუმლო საქმის მწარმოებელია.
დოკუმენტის მიხედვით, ცოლ-ქმარი შემოსავლის სახით მიუთითებს, რომ ალექსანდრე ხოშტარიამ თანამდებობიდან შემოსავლის სახით 24 000 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ – 14 000 ლარი. მაშინ ცოლ-ქმარს ორი ბინა ჰქონდათ. კერძოდ, ალექსანდრე ხოშტარიას სახელზეა რეგისტრირებული თბილისში, გლდანის მასივში საცხოვრებელი ბინა, მის სახელზეა თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი ბინა, თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ამ ბინის მხოლოდ 33.2999992370605%-ს ფლობს.
2011 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ხოშტარიები უკვე მესამე ბინას ფლობენ. ზემოთ აღნიშნულ ბინებს დიღმის მასივის ბინა ემატება, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების კანცელარიის არასაიდუმლო საქმის მწარმოებელი ირმა ბაგდასაროვა-ხოშტარია დიღმის მასივში, არსებული ბინის 33.2999992370605%-ს ფლობს. იმავე წლის ქონებრივ დეკლარაციაში ალექსანდრე ხოშტარია მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის
დაკომპლექტების სამმართველოს უფროსმა თანამდებობიდან 17 540.00 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების კანცელარიის არასაიდუმლო საქმის მწარმოებელმა – 12 040.00 ლარი.
ალექსანდრე ხოშტარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის 17 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცოლ-ქმარს თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად გაეზარდა. თუმცა, ორივე იგივე თანამდებობას იკავებს, რასაც 2010 წელს. კერძოდ, ალექსანდრე ხოშტარიამ თანამდებობიდან 33 022 ლარი, ხოლო ირმა ბაგდასაროვა-ხოშტარიამ 19 917 ლარი მიიღო.
imerliiiiფაქტი N2: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იოსებ იმერლიშვილი და მისი მეუღლე მარინე თოდუა თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში, მეუღლეზე გაცილებით ადრე მარინე თოდუა დასაქმდა და იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო საქმის მწარმოებელია.
იოსებ იმერლიშვილის 2013 წლის 23 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა თანამდებობიდან წინა წლის შემოსავალი 21 250 ლარი აღნიშნა, ხოლო მისმა მეუღლემ – 15 272 ლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცოლ-ქმარს თბილისში, ჭოპორტის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი სახლი აქვს, ხოლო მიწინ ნაკვეთი და კიდევ ერთი სახლი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში აქვთ დარეგისტრირებული. ეს ყველაფერი იოსებ იმერლიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
ერთ წელიწადში იოსებ იმერლიშვილისა და მარინე თოდუას შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა.
2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მათ თბილისში, სოფელ დიღომში უძრავი ქონება –  500.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რომელიც იოსებ იმერლიშვილის სახელზეა დარეგისტრირებული. გარდა ამისა, მათ ქონებრივ დეკლარაციაში საბანკო ანგარიშზე თანხები გაჩნდა. კერძოდ, იოსებ იმელიშვილის პირად ანგარიშზე 5700 ლარია დარიცხული, ხოლო მისი მეუღლის მარინე თოდუას პირად ანგარიშზე – 3500 აშშ დოლარი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხელფასის სახით 23 960 ლარი მიიღო, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო საქმის მწარმოებელმა მარინე თოდუამ – 13 440 ლარი.
დეკლარაციის თანახმად, იოსებ იმერლიშვილმა „საქართველოს ბანკიდან“ სამწლიანი ვადით, 20 000 ლარი სესხის სახით აიღო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა 2017 წელს უნდა დაფაროს.
gugulaaaფაქტი N 3: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ფრენების უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი დავით გუგულაშვილი და მისი მეუღლე – ეკატერინე გუგულაშვილი ერთ უწყებაში მუშაობენ. სხვათაშორის, ცოლ-ქმარი თავდაცვის სამინისტროში, სავარაუდოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასაქმდა.
დავით გუგულაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, პირველად, 2013 წელს შეავსო და მან 2012 წლის შემოსავალი მიუთითა.
დოკუმენტის მიხედვით, სამი შვილის მამას თბილისში საცხოვრებელი სახლი არ აქვს. საცხოვრებელი სახლი მხოლოდ გორშია მითითებული, ხოლო მიწის ნაკვეთი -გარდაბნის რაიონში.
დავით გუგულაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა – „mersedesi.c-1801997“. ხოლო მის პირად ანგარიშზე – 4500 ლარი. იმავე წელს, ქონებრივ დეკლარაციაში ეკატერინე გუგულაშვილი „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშზე 25 000 აშშ დოლარს მიუთითებს.
დავით გუგულაშვილის სახელფასო შემოსავალი ერთი წლის განმავლობაში 25 000 ლარს გაუტოლდა, ხოლო მისმა მეუღლემ თავდაცვის სამინისტროდან, ხელფასის სახით, 12 000 ლარი მიიღო.
ერთი წლის შემდეგ კი  დავით გუგულაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2014 წლის 12 სექტემბერს შეავსო, ეკატერინე გუგულაშვილის პირად ანგარიშზე 40 000 აშშ დოლარს უთითებს. დავით გუგულაშვილს პირად ანგარიშზე კვლავ 4500 ლარი აქვს მითითებული.
კიდევ ერთი დეტალი. ფაქტია, დავით გუგულაშვილს ერთი წლის განმავლობაში თანამდებობა არ შეუცვლია, მაგრამ მისი ხელფასის ოდენობა, ერთ წელიწადში 25 000 ლარიდან 36 000 ლარამდე გაიზარდა.

კვირამმკითხველს თავდაცვის სამინისტროში ნეპოტიზმის არაერთი ფაქტი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ უწყების ზოგიერთ მაღალჩინოს, რომელიც თანამდებობას ჯერ კიდევნაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის დროს იკავებდა, ქონებრივი დეკლარაცია დღემდე არ შეუვსია, რაც კანონით დასჯადია.

ხათუნა მჭედლიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები