სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,1% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2014 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,1% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2014 წლის III კვარტალში – 5,5%, ხოლო 2014 წლის პირველი ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,9% შეადგინა.
2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები