მაია ფანჯიკიძე საზღვაო ავიამზიდს – „ჯორჯ ჰ. უ. ბუშს“ ესტუმრა

ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საზღვაო ავიამზიდს „ჯორჯ ჰ.უ. ბუშს“ ესტუმრა. მინისტრს თან ახლდა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. სტუმრები, ბულგარეთის დელეგაციასთან ერთად, ავღანეთში, ასევე სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო ოპერაციებში ავიამზიდის შემტევი ძალების როლს გაეცნენ.
“მაია ფანჯიკიძემ წარმატებით მიიღო მონაწილეობა ავიამზიდის ასაფრენი გემბანიდან შესრულებულ აფრენისა და დაფრენის ოპერაციებში, რისთვისაც მას სამხედრო-საზღვაო ძალების საპატიო მფრინავის სერტიფიკატი გადაეცა. „ეს არის პატრიოტული პროფესიაა, რომელსაც მნიშვნელოვან წვლილი მიუძღვის ქვეყნის თავისფულების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია სერტიფიკატში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები