ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.