ანტალიის სანაპიროსთან, მიგრანტებით დატვირთული ნავი სანაპირო დაცვის ნავს მაღალი სიჩქარით შეეჯახა.
ანტალიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, არალეგალი მიგრანტები დაიღუპნენ.
“2026 წლის 9 მარტს, დაახლოებით დილის 6:00 საათზე, ბეიმელექის სანაპიროსთან, დემრეს რაიონში, აღმოაჩინეს ნავი, რომელშიც არალეგალი ავღანელი მიგრანტები, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. ნავმა გაქცევა სცადა, სანაპირო დაცვის გაჩერების ბრძანება არ გაითვალისწინა და მაღალი სიჩქარით მოძრავ სანაპირო დაცვის ნავს შეეჯახა, რის შედეგადაც ზოგიერთი მიგრანტი ზღვაში გადავარდა. წყლიდან 14 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს“, – ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროკურატურამ მომხდარი შემთხვევის გამო გამოძიება დაიწყო.