როდის შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს? – თარიღი ცნობილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ნატოს ახალი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა 17 ნოემბერს, 16:00 საათზე ბრიუსელში გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“შეხვედრა შედგება 17 ნოემბერს, როდესაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრება, რათა შედგეს საქართველო-ევროკავშირის პირველი ასოცირების საბჭო“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ცენტრში გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან იმ ყოვლისმომცველი პაკეტის განხილვას აპირებს, რომელიც ნატომ საქართველოსთან მიმართებაში უელსის სამიტზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები