ლევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ და დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, რომელიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდა ცრუ დაპირებებით
“თუკი ვინმე ანტიევროპულ და დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, რომელიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდა ცრუ დაპირებებით,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, სრულიად გაუგონარია ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ეს არაფერში ჯდება. რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან და ნატოს მხრიდან აქამდეც ვიხილეთ, ეს არის ის დასასრული, რაც წინასწარ იყო ცნობილი. უკრაინის არც ნატოში მიღებას აპირებდნენ, არც ევროკავშირში მიღებას აპირებენ და ახლა ნელ-ნელა აპარებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. თუკი ვინმე ანტიევროპულ კამპანიას თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით“, – აცხადებს მახაშვილი.