მაკრონმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეიკავოს ლიბანში სახმელეთო ოპერაციისგან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ლიბანში სახმელეთო შეტევისგან.

„მე მოვუწოდე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, შეინარჩუნოს ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს სახმელეთო შეტევისგან. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან ასევე ისაუბრა ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამთან.

საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პარიზი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები