უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლში პუტინს შეხვდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება და სამხედრო ტყვეები“, – წერს სიიარტო Facebook-ზე და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტოს აზიარებს.
აღსანიშნავია, რომ პუტინთან შეხვედრამდე სიაარტო რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.