ალი ლარიჯანი: ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანთან უსამართლო ომში ჩაითრია

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის განცხადებით, ნეთანიაჰუს უგუნური საქციელის შედეგად, ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანთან უსამართლო ომში ჩაითრია.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„ნეთანიაჰუს უგუნურებისა და ფარსისტული საქციელის შედეგად, ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანთან უსამართლო ომში ჩაითრია. დაე, დღესვე ჰკითხოს საკუთარ თავს: რამდენიმე დღეში 500-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ისევ სლოგანია „ამერიკა პირველ რიგში“, თუ „ისრაელი პირველ რიგში“ გახდა?“ – წერს ლარიჯანი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები