აშშ ირანის ერთ-ერთ სკოლაში 160-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალების საქმეს იძიებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის გოგონათა სკოლაზე თავდასხმას იძიებს, რომლის დროსაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ალ ჯაზირა” ავრცელებს .
„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ინციდენტს ვიძიებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არასდროს ვუმიზნებთ სამოქალაქო პირებს, მაგრამ ვიკვლევთ და ვიძიებთ ამ ინციდენტს“, – თქვა ჰეგსეთმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია თურქეთის თავზე ირანული რაკეტის ჩაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. თუმცა, „არ სჯერა“, რომ ინციდენტმა შეიძლება ნატო-ს მე-5 მუხლის კოლექტიური თავდაცვის ამოქმედება გამოიწვიოს.
ინფორმაციისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ძირითადი პრინციპია, რომლის მიხედვითაც, ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ან რამდენიმე მოკავშირეზე შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება.