ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

 

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. გლობალური ბიზნესის, ფინანსებისა და პოლიტიკის სფეროების ლიდერებს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობიან, პრემიერ-მინისტრმა სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. “კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ტურისტულ სამოთხეში, სადაც სასიამოვნო ბიზნეს ატმოსფეროსა და პროდუქტიული შეხვედრების გარდა, ჩემი ქვეყანა გაგაოცებთ თავისი უნიკალური გეოგრაფიით, ისტორიით, კულტურითა და სამზარეულოთი. ამ წლის ფორუმის ამბიციური და პროგრესული თემა – „საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის”, რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ის ახალი ხედვებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს, როგორც მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე ლიდერებს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროდან, აზიიდან და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს არჩეული აქვს გზა და სურს, გახდეს ლიდერი, რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის კუთხით. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თბილისი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები