უჩა ნანუაშვილი: მოსმენების შესახებ კანონპროექტის გადავადებას არც პრემიერი მიესალმება

 

  სატელეფონო მოსმენების კანონპროექტის ექვსი თვით გადავადების საკითხს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც არ მიესალმება, – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვუილმა პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“პრემიერი ამბობს, რომ მას, რა თქმა უნდა, სურს ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დაიხუროს და ის მიესალმება, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, 6 თვით გაგრძელებას ამ საკითხის განხილვისა, მაინც და მაინც თვითონაც არ მიესალმება, როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება ამ შეხვედრიდან”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები