პრემიერი: ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა

“ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.

„საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“ თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება. აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით დემონსტრაციულად დახურეს რევოლუციის დამფინანსებელი ფონდები, მათ შორის USAID და NED, თანაც დახურეს ისე, რომ ღიად ამხილეს მათი ფარული ჩარევები უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რევოლუციების მოწყობასა და მთავრობების ძალადობრივი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლაში. არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები