ბრაზილიაში სტიქიამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა(ფოტო)

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ მინას-ჟერაისში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამაშველო ჯგუფები დაკარგულთა ძებნა-შველის ოპერაციას განაგრძობენ.

ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები დატბორა, ხოლო მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მიწის მასის ქვეშ მოაქცია. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დროებით თავშესაფარში გადასულიყო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, რაც მდგომარეობას ართულებს.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები