თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი წარედგინათ

 

    თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II და III ნაწილით წარედგინათ, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლაგვასა და მითვისებას გულისხმობს. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ მათი დაკავება უსამართლოდ მოხდა.
როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რადგან პროკურატურამ დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადასცა. მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ საქმის მასალების გაცნობა მოხდეს პროკურორების თანდასწრებით წინასწარი დაკავების იზოლატორში. “დღეს რაც გააკეთა მთავარმა პროკურატურამ, არის ის, რომ დაარღვია დაცვის უფლებები, არ გადმოგვცა სისხლის სამართლის მასალების ასლები, ყუთებით მოგვიტანეს მასალები და გვითხრეს, რომ ადგილზე გავცნობოდით მათ, რადგან საქმე არის გრიფირებული და დაშვება არ გვქონდა. თუ დაშვება არ გვქონდა საქმის მასალებზე, მაშინ წაკითხვის უფლებაც არ უნდა გვქონოდა. დაცვის მხარეს მიზანმიმართულად უზღუდავენ უფლებას, მოემზადონ სასამართლო პროცესისთვის და განახორციელონ სრულყოფილი დაცვა. “საქართველოს “საიდუმლოების შესახებ” კანონითაც სრული უფლება გვქონდა, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს. იმედს ვიქონიებთ, რომ სასამართლოს ადეკვატური რეაგირება ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან სამუშიამ. ადვოკატის თქმით, ეს საქმე ე.წ. ტრაქტორების საქმეს ერთი ერთში ჰგავს. “ეს საქმე ერთი ერთში ჰგავს ტრაქტორების საქმეს. საქმეები ჰგვანან ბრალდების ფორმულირებით, მუხლებით. ცვლილება ერთი ის არის, რომ ტრაქტორები შეცვლილია კაბელებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოქმედებდნენ სრულიად კანონიერად და მათი მოქმედების შედეგად სახელმწიფომ არა თუ იზარალა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმა გაცილებით ისარგებლა”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები