ჩრდილოეთ კორეა საიდუმლო ტიპის იარაღს წარადგენს
ჩრდილოეთ კორეა ახალი საიდუმლო იარაღის შექმნაზე, მათ შორის თანამგზავრის საწინააღმდეგო სისტემების შემუშავებასა და განლაგებაზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ეს განცხადება კორეის მუშათა პარტიის მე-9 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“ახალი ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ტექნიკური სიძლიერის მსოფლიოში უმაღლეს დონეზე ასაყვანად, პარტიის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ უმნიშვნელოვანესი ამოცანები წამოჭრა – ჩვენი არმიის ახალი საიდუმლო იარაღითა და სპეციალური სტრატეგიული იარაღით აღჭურვა, ჩაატარა შესაბამის სფეროებში შემუშავებული ეროვნული თავდაცვის განვითარების ახალი გეგმების სერიოზული განხილვა და ნდობითა და პასუხისმგებლობით დაამტკიცა გრძელვადიანი გეგმები“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ქვეყნის ლოდერმა დააკონკრეტა, რომ ისინი ხმელეთზე და წყალქვეშა ნავებზე დაფუძნებულ კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტების სისტემებს მოიცავდნენ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით აღჭურვილ უპილოტო დარტყმის სისტემებს, ომის შემთხვევაში მტრის თანამგზავრებზე თავდასხმისთვის განკუთვნილ სპეციალურ იარაღს, ელექტრონული ომის სისტემებს და თანამედროვე სადაზვერვო თანამგზავრებს.
გარდა ამისა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მოწინააღმდეგეების შესაკავებლად ყოველწლიურად დამატებითი სტრატეგიული იარაღის განლაგებაა დაგეგმილი.