მიხეილ სააკაშვილის მორიგი სტატუსი – საოცრად დამწყდა გული…

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგს Doing Business 2015-ს, რომელშიც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-15 ადგილი უკავია, და გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაქვეითებულია, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიიოლის რეიტინგში, 127 ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა, დღეს კი რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა მე-8-დან 15-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო.
„ჩემი პრეზიენტობის 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიიოლის რეიტინგში, 127 ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. არცერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი პროგრესი ასეთ მოკლე დროში და ამიტომ საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულ იყო როგორც ნომერ 1 რეფორმატორი მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის. მე ვამაყობდი ამ შედეგით, რომელმაც საქართველოს მოუტანა ბევრი ინვესტიცია და გააჩინა უფრო მეტის პერსპექტივა მომავლისთვის. საოცრად დამწყდა გული, როდესაც დღეს გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა მე-8-დან 15-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგის მიხედვით როგორც არცერთი ქვეყნის პოზიციები ასე არ გაუმჯობესებულა ბოლო 9 წელიწადში, როგორც საქართველოსი, ასე არცერთი ქვეყნის პოზიციები არ გაუარესებულა, როგორც საქართველოსი ჩემი პრეზიდენობის ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. დაღმასვლა გვაქვს მსოფლიო კორუფციის Transparency International რეიტინგშიც, თუმცა ადრე ყოველ წელს ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ეს არის პირდაპირი შედეგი წინა მთავრობის ჯინაზე გადადგმული გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯების. მეტიც, შარშან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო “სააკაშვილის სიცრუის შედეგი” და მისივე თქმით რუსების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს საქართველოს მთავრობა ხელახლა წარსდგება დავოსში უკვე რეალურად მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლით.
სამწუხაროდ ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქართველ ხალხს, რადგან ასეთ რეიტინგებში უკან დახევა გარდაუვლად კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და მოგვისპობს პერსპექტივას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები