ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე: ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ
“ეს ადამიანები ხვდებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ და ხვდებიან იმასაც, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებენ,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებზე საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არ არის ვინმეს მიმართ რეპრესიის გატარება. თუ ადამიანი ხედავს თავის დანაშაულს და ინანიებს მას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. რაღაც პერიოდი მათ ეგონათ, რომ დასავლეთის ის ძალები, რომლებიც მათ ამ გადატრიალებაში უჭერდნენ მხარს, მათ პასუხისმგებლობიდან დაიხსნიდნენ, მაგრამ რომ დაინახეს, რომ ეს არარეალისტური იყო და საქართველოს ხელისუფლება ასეთი ტიპის ზეწოლებს არ ექვემდებარება, გადაწყვიტეს, რომ დანაშაული აღიარონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.