საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის – „პროფესია პოლიციელის“ – ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ დანაყოფის საქმიანობას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, სამსახურებრივი ძაღლების მომზადების პროცესი და მათი გამოყენების მიმართულებები.

“აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროცესის სპეციფიკას, სწავლების თანამედროვე სტანდარტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები