ფრიდრიხ მერცი: აშშ საერთაშორისო წესრიგის გარანტორის როლის მიმართ ინტერესს კარგავს

შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად კარგავს ინტერესს საერთაშორისო წესრიგის გარანტორის როლის მიმართ,- ეს მოსაზრება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე გამოსვლისას გამოთქვა.

„ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად კარგავს ინტერესს საერთაშორისო წესრიგის გარანტის როლის მიმართ. შესაბამისად, გერმანიას უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება და „სახელმწიფო პოლიტიკის კანონების“ ფარგლებში მუშაობა მოუწევს”,- განაცხადა კანცლერმა.

მერცი აღნიშნავს, რომ მომავალში, ქვეყნის ბედი საკუთარ ხელში თავად საზოგადოებამ უნდა აიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები