მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა სამ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული 300 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი’’.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.