სუს-ში ადასტურებენ, რომ ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
„ამ წუთებში ქვეყანაში არ არის“,- განუცხადეს “კვირას” სუს-ში.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.