ლევან მახაშვილი: აშშ-ის სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირ ხდებოდა ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება

“ფაქტია, რომ იყო აშშ-ის სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში,” – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

„ამერიკამ, როგორც მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა გადაწყვიტა გაწევა ამ პროცესებისგან. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღ პროცესებს. სხვა საზოგადოებების და სახელმწიფოების პატივისცემას და ეროვნული ინტერესებიდან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების განვითარებას და არა სხვადასხვა უკანონო სქემებით და გზებით სხვა საზოგადოებებში გავლენების მოპოვებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები