გურამ მაჭარაშვილი: როდესაც გადავხედეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას უცხოური ძალების ჩარევის აკრძალვასთან დაკავშირებით, მეგონა, რომ 2023 წლის „ხალხის ძალის“ წერილებს ვკითხულობდი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მისცემს უფლებას, გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და მის პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს.
„როდესაც გადავხედეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას უცხოური ძალების ჩარევის აკრძალვასთან დაკავშირებით, მეგონა, რომ 2023 წლის „ხალხის ძალის“ წერილებს ვკითხულობდი. თავიდან ბოლომდე შინაარსი იყო იგივე, რაც ჩვენ დავაინიციირეთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ 2023-ში. მიზანი სწორედ ეს იყო, რომ უცხოური ძალების ჩარევა აგვეკრძალა საქართველოში და ახლა ზუსტად სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ზუსტად ის აკრძალავს უცხოური ძალების ჩარევას ამერიკაში. ის, რომ ერთი-ერთში ეთანხმება „ხალხის ძალის“ და დღევანდელი აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა, ნიშნავს იმას, რომ სწორი ნაბიჯებით მივდიოდით 2022 წლიდან დღემდე. ამიტომ, ბევრი რამ ასე მოხდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა “ქრონიკასთან”.