ირაკლი კობახიძე – გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე – ეს ყველაფერი ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის

“საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად – გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში ბიზნესის საკეთებლად.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.

„მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები