პრემიერი – საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის, გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას

“ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის.

„9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები