“ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს” – პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ნიდერლანდების საელჩო დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს.
“არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს ავრცელებს, თუმცა უთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის.
რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც.
ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს”, – წერს პაპუაშვილი.
