ტრამპი ჰარვარდისგან 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს

ვაშინგტონის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტისგან დარღვევებისთვის 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა.

“ამჟამად ჩვენ ვითხოვთ 1 მილიარდ დოლარს ზიანის ანაზღაურებისთვის და მომავალში ჰარვარდის უნივერსიტეტთან არანაირი ურთიერთობა არ გვექნება“, – დაწერა მან Truth Social-ში.

ტრამპმა უნივერსიტეტს “ღრმად ანტისემიტური” უწოდა და დასძინა, რომ მან კანონი უხეშად დაარღვია.

შეგახსენებთ, გასულ წელს ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ებრაელი სტუდენტების ანტისემიტიზმისგან დაცვის აუცილებლობით, სკოლის პოლიტიკის ცვლილებები მოითხოვა. მან ასევე მიიღო სხვა ზომები უნივერსიტეტის წინააღმდეგ. კერძოდ, ტრამპმა შესთავაზა პოლიტიკურ ორგანიზაციად კლასიფიკაცია და გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსის გაუქმება. აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა გამოაცხადა უნივერსიტეტისთვის 2.2 მილიარდი დოლარის გრანტის და 60 მილიონი დოლარის გრძელვადიანი კონტრაქტების გაყინვა.

2025 წლის ოქტომბერში ამერიკელმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ ჰარვარდის ოფიციალურმა პირებმა და მისმა ადმინისტრაციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტი დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გადაიხდიდა და პროფესიულ სასწავლებლებში ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთქმედების პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფდა. თუმცა, ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა მიუთითა, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ასეთი ქმედებები არასაკმარისად მიაჩნდა. მან ასევე უარყო The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უნივერსიტეტს 200 მილიონი დოლარის გადახდას აღარ სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები