ირანში 85 მომიტინგე დააკავეს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის თანამშრომლებმა სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარიეს პროვინციებში არეულობის 85 მონაწილე დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია IRGC-ის ადგილობრივი ფილიალის განცხადებაში.

„ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციებში ბოლო დროს მომხდარი არეულობის დროს სახელმწიფო ქონების განადგურებაში მონაწილე 85 პირი დააკავეს. ეს პირები იდენტიფიცირებულნი და დაკავებულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისა და IRGC-ის პერსონალის მიერ ჩატარებული ოპერაციის წყალობით“, – ციტირებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი IRGC-ის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით არეულობაში და მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რაც ირანის გადაყენებული შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის მოწოდებებით დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გაითიშა და დაშავებულები იყვნენ როგორც მომიტინგეები, ასევე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები. ირანის ხელისუფლებამ, რომელიც არეულობის ორგანიზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებდა, 12 იანვარს გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები