ლოს-ანჯელესში გრემის 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება Crypto.com Arena-ში ჩატარდა, სადაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, პროდიუსერები და კომპოზიტორები შეიკრიბნენ. ცერემონიის განმავლობაში სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო შემსრულებლები, ალბომები და მუსიკალური ნამუშევრები.
წლის მთავარ გამარჯვებულებად დასახელდა ბედ ბანი, საერთო ჯამში, 27 გამარჯვებით, ის გრემის ყველაზე მაღალი რაოდენობის ჯილდოს მფლობელი რეპერი გახდა.
ასევე, ღონისძიების მთავარი ფიგურები იყვნენ ლედი გაგა, კენდრიკ ლამარი, ლოლა იანგი და ოლივია დინი.
მედიის ცნობით, დაჯილდოების ღამე გამორჩეული იყო პოლიტიკური გზავნილებით. მრავალი შემსრულებელი, მათ შორის ბილი აილიში, კეროლ კინგი და ჯასტინ ბიბერი, ატარებდნენ სამკერდე ნიშნებს წარწერით „ICE OUT“.
მაგალითად, ბილი აილიშმა, წლის სიმღერის ჯილდოს მიღებისას სიმღერისთვის „Wildflower“, განაცხადა: „მოპარულ მიწაზე არავინ არის უკანონოდ შესული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ხმამაღლა ვილაპარაკოთ და ვაპროტესტოთ“.
ასევე, ცერემონიის დასაწყისში, როდესაც ბედ ბანიმ მიიღო ჯილდო საუკეთესო ურბანული მუსიკის ალბომისთვის, მან საჯაროდ გამოხატა პროტესტი აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) პოლიტიკის მიმართ.
“სანამ ღმერთს მადლობას გადავუხდი, მინდა ვთქვა რამე ICE‑ს მიმართ. ჩვენ არ ვართ ველურები, არ ვართ ცხოველები და არც უცხოპლანეტელები. ჩვენ ვართ ადამიანები და ამერიკელები”.