“ოპოზიცია აქტიურად ამკვიდრებს იდეას, ზოგჯერ არცთუ უშედეგოდ, რომ თითქოს “ქართულმა ოცნებამ” საქართველო რუსულ ორბიტაზე დასვა” – ზაალ ანჯაფარიძე

“ოპოზიცია, რომელშიც უკვე აღარ მოიაზრებიან მხოლოდ პარტიები, არამედ უკვე მათთან შეზრდილი ენჯეოების მნიშვნელოვანი ნაწილი, აქტიურად ამკვიდრებს იდეას, შინ თუ გარეთ, ზოგჯერ არცთუ უშედეგოდ, რომ თითქოს “ქართულმა ოცნებამ” საქართველო რუსულ ორბიტაზე დასვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, ბუნებრივია, ეს ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და პოზიციებს.

“საზრიან ხალხზე, რა თქმა უნდა, ეს ნარატივი არ მოქმედებს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ახლახანს მაღალი დონის რუსულმა ოფიციოზმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის წინაპირობები არ არსებობს. ანუ მოსკოვი “სტატუს-ქვოს” შეცვლას არ აპირებს. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რომ “პრორუსული” ყოფილიყო, ორმხრივი ურთიერთობები უფრო პოზიტიურ კალაპოტში წარიმართებოდა, ლოგიკა ამას გვკარნახობს.

თუმცა, აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბოლო 400+ დღის მანძილზე, რომ სამწუხაროდ გვყავს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აზროვნება ან არ უნდა, ან ეზარება. ასეთები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდნენ დასავლეთში, რომლებიც აღქმებს აფუძნებენ თავიანთ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში.

შესაბამისად, ისმის კითხვა: რა იქნებოდა ამ მოცემულობაში საქართველოსთვის საუკეთესო სტრატეგია, ტაქტიკა და სამოქმედო გეგმა? არაერთი სთავაზობს საჯარო სივრცეში საკუთარ ვერსიას, და ჩემი აზრით, დებატების გარკვეული დრო ამ აქტუალურ თემას უნდა დაეთმოს, რომ ურემის გადაბრუნება არ დავუშვათ. ის გზა, რომელიც ამ გადაბრუნების შემდეგ თითქოს გამოჩნდება შეიძლება, არ იყოს ჩვენთვის საუკეთესო”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები